ხარისხის კონტროლი

ხარისხის კონტროლი

„ალაგი“-სთვის მნიშვნელოვანია იყოს ორიენტირებული მომსახურების სტრატეგიაზე. მიზანია, სრულყოფილი გახადოს მომხმარებლისთვის მიწოდების სერვისი. ამის რეალიზება შესაძლებელია  მომხმარებელთა კარნახით, რაც გულსიხმობს, კლიენტებისგან ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას ჩვენი მუშაობით. კარგი ბიზნესმოდელის შესაქმნელად, მომხმარებლის თვალით დანახვაა აუცილებელი. ამისთვის “ალაგი”-ს კვალიფიკაციის დეპარტამენტი, აწარმოებს სპეციფიკურ სისტემატიურ კვლევას, რის შედეგადაც როგორც არსებული კლიეტების, ასევე ჯერ კიდე მიუწვდომელი სეგმენტების აზრებს იგებს.

 

იკვლევა შემდეგი თემატიკები:  

  • რა საქმის შესრულება უწევთ ჩვენს მომხმარებელს და როგორ შეგვიძლია მათი დახმარება.
  • რა მისწრაფებები აქვთ ჩვენს კლიენტებს და როგორ შეგვიძლია, მათ განხორციელებაში დავეხმაროთ.
  • რომელი არხებით ურჩევნიათ ჩვენთან ურთიერთობა.
  • როგორც კომპანია, როგორ მოვერგოთ ყველაზე უკეთ მათ ყოვედღიურობას.
  • როგორი ურითერთბის ჩამოყალიბება სურთ ჩვენთან ჩვენს მომხარებელს.
  • რა ღირებულებისთვის გადაიხდიან.

 

ხარსიხსის კონტროლის მაგალითები:

  • ყოველი გადაზიდვის ხარისხის კვლევა.
  • გაფართოებული კვლევა კლეინტებთან, კვარტალში ერთხელ.
  • პროცესში ჩართული თანამშრომლების მიერ, ერთმანეთის შეფასება.
  • თვის თანამშრომლის შეფასება.
  • გადაზიდვების ზრდის სტატისტიკის დინამიკა.

 

სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესების პოლიტიკა

აღნიშნული პოლიტიკისა და პროცედურის მიზანია, თანმიმდევრული და თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფა იმ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან მათი თანამდებობრივი მოვალეობების დასაკმაყოფილებლად შესრულების დროს. კომპანია იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს და წაახალისოს თანამშრომლები, რომ მათ შეინარჩუნონ მაღალი სამუშაო სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას. აღნიშნული პოლიტიკა შეიქმნა ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც “ალაგი”-ს თანამშრომელს არ გააჩნია გარკვეული საკითხების ცოდნა, არ აქვს უნარ-ჩვევები ან/და არ შეუძლია მოთხოვნილი მოვალეობების სრულად ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილის) დამაკმაყოფილებელ დონეზე შესრულება. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს, დაეხმაროს პერსონალს, მიაღწიოს სამუშაოს შესრულების საჭირო დონეს და შეინარჩუნოს ის. სამუშაოს შესრულების მაღალი დონე, ამ პროცედურის გამოყენების მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს. იმ შემთხვევებში, თუ სამუშაოს შესრულების გაუმჯობესების გეგმის დასრულებას არ მოჰყვა სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესება, პერსონალის მართვის განყოფილების წარმომადგენელი და თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელი შეთანხმდებიან შემდეგ გეგმაზე. აღნიშნული პროცედურა ვრცელდება “ალაგი”-ს ყველა თანამშრომელზე. პროცედურა არ ვრცელდება: სამუშაოს დაუდევრობით გამოწვეულ არადამაკმაყოფილებელ შესრულებაზე, შესრულების სტანდარტების განზრახ უგულვებელყოფაზე, ისევე, როგორც ხშირ, მუდმივ და მოკლევადიან გამოუცხადებლობაზე. აღნიშნული ქმედებები დისციპლინარული პოლიტიკის ფარგლებში განიხილება. სამუშაოს შესრულების გაუმჯობესების პოლიტიკა ხელმისაწვდომია, მოთხოვნის საფუძველზე, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.